რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

სვანაძე ყაზახეთში? - მის კანდიდატურას განიხილავენ

ყაზახური Meta-ratings-ის ცნობით, ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში აღზევებული „ჟენესი’’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობს. 42 წლის სპეციალისტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს და რთული წარმოსადგენია კარიერა აღნიშნულ კლუბში გააგრძელოს.

რამაზ სვანაძე თბილისის „დინამოსა’’ (2013-15) და ბაქოს „ინტერის’’ (2015-17) მთავარი მწვრთნელების ასისტენტად მუშაობდა. 2019-20 წლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2020 წელს ესტონეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2021 წლის იანვრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

2022 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე სვანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებში მოხვდა, 1/4-ფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები