ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი, ჰოლგერ რუნე
Aa
Aa

ზვერევის მასტერ კლასი - ალკარასს შანსი არ დაუტოვა

საჩოგბურთო სამყაროში შემაჯამებელი ტურნირის დრო დადგა. დღეს კი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ალექსანდრ ზვერევისა და კარლოს ალკარასის დაპირისპირება კი ბრწყინვალე გამოდგა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა მძიმე ბრძოლაში პირველი სეტი 7:6 მოიგო და ამის შემდეგ ზვერევის ჯერი დადგა. გერმანელმა მეორე გეიმში კარლოსის ჩაწოდება მოიგო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა - 6:3.

დისაიდერში ზვერევი კიდევ უფრო აქტიური გახდა და ალკარასს შანსი არ დაუტოვა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო ალექსანდრმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მეტოქეს მატჩში დაბრუნების საშუალება აღარ მისცა - 6:4 და ზვერევმა დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრა 2 საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

პარალელურ ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი ჰოლგერ რუნეს დაუპირისპირდა და უშეღავათო ბრძოლაში, სამ სეტში 7:6 6:7 6:3 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიზიკური ძალადობა საკუთარი შვილის დედაზე - ზვერევი სასამართლომ გაამტყუნა
ფიზიკური ძალადობა საკუთარი შვილის დედაზე - ზვერევი სასამართლომ გაამტყუნა