ბაიერნი
Aa
Aa

ტუხელი: “შემდეგ სეზონში მბაპე ბაიერნში ითამაშებს“

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპეზე უარი განაცხადა და მომავალ სეზონში ფრანგი სუპერვარსკვლავი „სამეფო კლუბს“ არ შეუერთდება.

ამ სიტუაციით სარგებლობა მიუნხენის „ბაიერნს“ სურს. ტომას ტუხელმა Canal +-თან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტუხელმა?

„მბაპე მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება? დიახ, ის ჩვენთან ითამაშებს. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ მას „ბაიერნში“ გადმოსვლა ენდომება, პირადად წავალ და ჩამოვიყვან. როდესაც კილიანს რაიმე სურს, ყოველთვის იღებს.“

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენურმა გრანდმა „ტოტენჰემიდან“ ჰარი კეინი დაიმატა, რომელიც „რეკორდმაისტერს“ იდეალურად მოერგო.

დღემდე ინგლისელმა თავდამსხმელმა „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 16-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ პოზიციაზე საკუთარ თავს საუკეთესოდ ავლენს - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა
ამ პოზიციაზე საკუთარ თავს საუკეთესოდ ავლენს - სანიოლმა კვარაზე ისაუბრა