გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, ჯონ ვან \'ტ შიპი
Aa
Aa

აიაქსმა ალმერეს ვერ მოუგო - მიქაუტაძე სასტარტოში იყო

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-12 ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ალმერეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ტსხიპმა გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა, ქართველ შემტევს კვლავ სხვა პოზიციაზე უწევდა თამაში, რადგან მასთან ერთად სასტარტოში ბრობიც იყო. მიქაუტაძე ხან ფლანგებზე გვევლინებოდა, ხან კი ბრობის უკან თამაშობდა. 22 წლის შემტევი მეტოქის კარს მხოლოდ ერთხელ დაემუქრა, საბოლოოდ კი ვან სტხიპმა მეორე ტაიმის დაწყებამდე, შესვენებაზე ტაჰიროვიჩით შეცვალა.

მიქაუტაძის ყველა ეპიზოდი:

შეხვედრაში ოთხივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა. ანგარიში 67-ე წუთზე „ალმერემ“ რიტმისტერის გოლით გახსნა, ზუსტად 1 წუთში კი აკპომმა წონასწორობა აღადგინა. საგულისხმოა, რომ აკპომი მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო და გოლი პირველივე შეხებით გაიტანა. 82-ე წუთზე, მიქაუტაძის მაგივრად შემოსულმა ტაჰიროვიჩმა „აიაქსი“ დააწინაურა, თუმცა ამსტერდამელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ვან ტსხიპის გუნდის კარში 93-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად რობინეტმა შეასრულა და შედეგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

12 ტურის შემდეგ, „აიაქსი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. ჯონ ვან ტსხიპის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს „ვიტესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„თამაშში მუხტი შემოიტანა, თუმცა...“ იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე