ფლორენტინო პერესი, ჟოან ლაპორტა, სანდრო როსელი
Aa
Aa

პერესი: მსაჯთა კომიტეტის თანამშრომელს 8 მილიონი გადაუხადეს, ეს არანორმალური ფაქტია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „ბარსელონასა“ ირგვლივ არსებულ სამსაჯო სკანდალზე, „ნეგრეირას საქმეზე“ ისაუბრა.

ბარსელონას საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა ხოაკინ აგირემ, რომელიც ნეგრეირას საქმეს უძღვება, RFEF-ის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის ბარსელონასგან 7,7 მილიონი ევროს გადახდა განიხილა. დანაშაული 2001 წლიდან 2018 წლამდე იქნა ჩადენილი. კატალონიური კლუბი ქრთამის გაცემაში დაადანაშაულეს.

მექრთამეობაში ასევე ბრალდებულები არიან თავად ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა, მისი შვილი, ასევე კატალონიური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ და სანდრო როსელი. 18 ოქტომბერს ბრალი ასევე წაუყენეს „ბარსას“ ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას.

„მოკლედ მინდა ვისაუბრო, რადგან ეს საკითხი მოსამართლეების კონტროლს ექვემდებარება.

მაგრამ არ არის ნორმალური, რომ სამსაჯო კომიტეტში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირს თითქმის 8 მილიონი ევრო გადაუხადეს... და ამიტომაც კლუბი ბრალდებულის როლშია. გარდა ამისა, სწორედ ამიტომ ვართ აღიარებულნი დაზარალებულ მხარედ.

ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია. უკიდურესად სერიოზული. ეს ესპანური ფეხბურთის იმიჯს აზიანებს“.

- ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა VS ვინი VS ლეაო | ოქროს ბურთი მესის შეტენეს?
კვარა VS ვინი VS ლეაო | ოქროს ბურთი მესის შეტენეს?