გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

კაშიას შეცდომა გაშვებული გოლით დასრულდა - სლოვანი ლილი ფრედ დასრულდა

კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „ლილს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გურამ კაშიამ მატჩი სასტარტოდან დაიწყო და სრულად ჩაატარა. ჯაბა კანკავა თადარიგში იყო და მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა.

რაც შეეხება მატჩს, წინა ტურში საფრანგეთში გამართული შეხვედრის მსგავსად, კაშია ამჯერადაც უხეშად შეცდა და ეს გუნდს გაშვებულ გოლად დაუჯდა.

53-ე წუთზე კაშიამ მეურვეობისას იაზიჩი დაკარგა, პოზიცია წააგო, გაკეთებული გადაცემა ვეღარ ჩაჭრა და საბოლოოდ ანდრე გომეშმა ანგარიში გახსნა.


სლოვანმა ბოლომდე იბრძოლა. მე-80 წუთზე ბარსეღიანის გრძელი და ზუსტი გადაცემის შემდეგ, ორსვლიანი კომბინაცია გოლად ჩავრიჩმა აქცია.

გუნდებს ამის შემდეგ გატანის შანსი აღარ მისცემიათ და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში „ლილი“ 8 ქულით პირველია. „სლოვანი“ კი 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ უნიონ ბერლინთან ცუდად ითამაშა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარაცხელიამ უნიონ ბერლინთან ცუდად ითამაშა“ - იტალიელი ჟურნალისტი