სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

მამუკელაშვილმა 3 წუთი ითამაშა - სპურსი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში სან ანტონიო ნიუ-იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 105:126 დამარცხდა. მასპინძლებმა გარდამტეხი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, როცა 33:16 მოიგეს.

ამის შემდეგ, „სპურსი“ ძირითადად მდევრის როლში იყო. აღნიშნული დაპირისპირება არც ქართველი გულშემატკივრებისთვის აღმოჩნდა სასიამოვნო.

მთავარმა მწვრთნელმა სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე მხოლოდ 3 წუთით და 6 წამით შეიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი „სან ანტონიომ“ ცუდად დაიწყო. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 8 მატჩიდან 5 წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. „სპურსი“ ამ შედეგით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბონუჩი: “კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა“
ბონუჩი: “კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა“