გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 11 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „რიგას“ უმასპინძლა და მარტივად 76:55 დაამარცხა. ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი და 42 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 11 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო შედეგი ადგილობრივმა ხაიმე ფერნანდესმა დააფიქსირა, რომელმაც პარკეტზე არასრული 26 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, ესპანელმა 22 ქულას, 2 მოხსნას და 7 პასს მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ვიდორეტას გუნდი ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს. „ტენერიფემ“ 3 მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო. შემდეგი ტურში ესპანური გუნდი „დარუსაფაკას“ უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო კვარამ უნიონთან მატჩში
ერთ-ერთი საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო კვარამ უნიონთან მატჩში