მილანი, პსჟ, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“მეტი გოლის გატანა შეგვეძლო“ - პიოლი პსჟ-ს დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მილანმა“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩს დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„ჩემი ფეხბურთელები დიდებული სამუშაოსთვის უნდა შევაქო. ახლა წინ, საკუთარ კედლებში „დორტმუნდის ბორუსიას“ შევხვდებით და უნდა გავიმარჯვოთ. მე მჯერა, რომ ხშირი საუბარი ეფექტურია. ხანდახან არ ვიყავით ენერგიულები და კონცენტრირებულნი. მე ვცდილობდი, რომ ფეხბურთელებისთვის მათი შესაძლებლობები შემეხსენებინა. ვფიქრობ, მათ შეეძლოთ გულშემატკივრებისთვის დიდებული ღამის ჩუქება და ასეც გააკეთეს.

ცხადია, ყოველთვის ვისურვებდი ასეთი „მილანის“ ხილვას. სამწუხაროდ, „უდინეზესთან“ არასწორი მიდგომის გამო დავმარცხდით, მაგრამ დღეს გუნდმა საოცარი სულისკვეთება გამოავლინა. რეალურად, პსჟ-მ კარგად ითამაშა და ბურთს ხშირად ინარჩუნებდა. უფრო მეტის გოლის გატანა შეგვეძლო. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ჯგუფში გამარჯვებულის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა.

რაფაელ ლეაუს შეუძლია მწვერვალები დაიპყროს. ამისთვის კი თითოეულ თამაშში ასეთ დონეზე უნდა ითამაშოს. დღეს ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ ძალები აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ, რადგან სერია ა-ში „ლეჩეს“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „მილანს“ 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. „პარი სენ ჟერმენი“ 6 ქულით მეორეზე, ხოლო „დორტმუნდს“, რომელმაც „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა 7 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში გალიდერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესანიშნავი კომბინაცია იყო - სუდაკოვის, პუშიჩის და ჩავის შეფასებები
შესანიშნავი კომბინაცია იყო - სუდაკოვის, პუშიჩის და ჩავის შეფასებები