გურამ თუშიშვილი, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

მოგებული ბრძოლა წააგო - თუშიშვილის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედლით დასრულდა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი ფინალში ფინელი მარტი პუმალაინენთან ორი ვაზარით დამარცხდა და სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციას მეოთხე ვერცხლის მედალი მოუტანა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე თუშიშვილი ვაზარით იგებდა, თუმცა, შეხვედრის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის ძიუდოისტმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მოწინააღმდეგესთან ილეთის გაკეთება სცადა და კონტრილეთით დაისაჯა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ოქროს ქულაში გადასულ ორთაბრძოლაში ფინელმა მეორე ვაზარიც აიღო და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა. 1/4 წრეში თუშიშვილმა თურქი მუნირ ერთუგი გამოთიშა ასპარეზობას, ნახევარფინალში კი უნგრელ რიჩარდ სიპოჩს შანსი არ დაუტოვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 მედლით დაასრულა და სამწუხაროდ, ოთხივე ვერცხლით. გურამ თუშიშვილის გარდა, ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.), ლაშა ბექაურმა (-90 კგ.) და ილია სულამანიძემ (-100 კგ.) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფინალში - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა
მარცხი ფინალში - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა