ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

მეორე ვერცხლი - ბექაურის დასანანი მარცხი ფინალში

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

-90 კგ. წონით კატეგორიაში მოქმედმა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან თითქმის 10-წუთიან დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალამდე, ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი დაამარცხა, 1/4 ფინალში ფრანგ ალექსის მატიეს მოუგო, 1/8 ფინალში შვედი მარკუს ნაიმანი გამოთიშა ასპარეზობას, პირველ წრეში კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გუშინ, ჩვენი ქვეყნის სახელით -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე, საქართველოს სახელით ოქროს მედლის მოსაპოვებლად ილია სულამანიძე (-100 კგ.) და გურამ თუშიშვილი იბრძოლებენ (+100 კგ.). ქართველი ფალავნები ტურნირზე ფინალურ ბრძოლებს რამდენიმე წუთში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები