დიანა დეივისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

დენის ტენის მემორიალი: ქართულმა წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, „დენის ტენის მემორიალზე“ ყინულზე ცეკვაში ISU-ს ჩელენჯერის სერიის ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებული საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი გახდა - დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.

23 წლის სმოლკინმა და 20 წლის დევისმა საქართველოს სახელით ასპარეზობა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს.

დიანა დევისი რუსეთში მოღვაწე ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის შვილია. მან და სმოლკინმა საქართველოს სახელით გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში მიიღეს.

გლებმა და სმოლკინმა ორი პროგრამა შეასრულა, ჯამში კი 192,67 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე მესამე ადგილები გერმანიისა (179,42) და უკრაინის (167,22) წარმომადგენლებმა დაიკავეს.

ამ  სეზონზე დიანამ და გლებმა სულ 4 ტურნირზე იასპარეზეს და 3 ოქროს, 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რითაც მსოფლიო რეიტინგში მაღალ საფეხურებზე გადაინაცვლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში