ალექსი დავითაშვილი
Aa
Aa

ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ალექსი დავითაშვილი ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

ფალავანთა ფალავანმა ფინალურ ბრძოლაში მონღოლეთის წარმომადგენელ ბაიარჰუ ჰოთსურენს დაუპირისპირდა და მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა.

ამ დროისთვის, ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრების ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია. ალექსი დავითაშვილის გარდა მსოფლიო ჩემპიონები გივი ნადარეიშვილი და სლავიკ რეზესიძე გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები