სენსაციური ინფორმაცია:
Aa
Aa

სენსაციური ინფორმაცია: "მბაპე თანახმა იყო, უარი თავად "ბარსამ" თქვა"

ესპანური Cope სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. FIFA-ს ყოფილი აგენტი ხოსეპ მინგელა გამოცემასთან საუბრისას ერთ ძალიან საინტერესო სატრანსფერო ისტორიას ასაჯაროებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი "პსჟ"-ს შეუერთდებოდა, "ბარსელონას" ჰქონდა რეალური შანსი, "მონაკოდან" კილიან მბაპე გადმოებირებინა და ეს, მხოლოდ 120 მილიონი ევრო დაუჯდებოდა, რომელსაც ბონუსების სახით ჯამში 30 მილიონი დაემატებოდა.

მინგელა ამბობს, რომ "მბაპე თანახმა იყო, უარი თავად "ბარსამ" თქვა". ის მბაპეს მამას ესაუბრა და მისი შვილი მზად იყო "ბარსელონას" შემოთავაზებაზე თანხმობა განეცხადებინა. იმ მომენტისთვის, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელით მადრიდის "რეალი" ინტერესდებოდა, თუმცა მბაპეს "ბლანკოსის" ძირითადში მოხვედრის გარანტია არ ჰქონდა, რადგან ზიდანის გუნდის წინა ხაზში ძალიან დიდი კონკურენცია იყო. რაც შეეხება "ბარსას", კატალონიელთა დიდი ტრიო დაიშალა და იმ მომენტისთვის მესი-სუარესის გვერდით ადგილი თავისუფალი გახლდათ.

როგორც ხოსეპ მინგელა ყვება, ის მზად იყო, რომ "ბარსასა" და მბაპეს შორის შეთანხმება თავის თავზე აეღო, მაგრამ კატალონიელთა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ არჩევანი უსმან დემბელეზე შეაჩერა და ეს ერთი შეხედვით მოგვარებული ტრანსფერი ჩაიშალა.

სწორედ ამის შემდეგ, კილიან მბაპე "პსჟ"-ს წინადადებას დათანხმდა და კარიერა პარიზში განაგრძო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები