„ინტერმა“ და „ვოლფსბურგმა“ პერისიჩის ტრანსფერი შეათანხმეს
Aa
Aa

„ინტერმა“ და „ვოლფსბურგმა“ პერისიჩის ტრანსფერი შეათანხმეს

გერმანული „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველი ივან პერისიჩი, კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „La Gazzetta dello Sport“ ავრცელებს.

იტალიურმა კლუბმა 26 წლის ვინგერი არენდით აიყვანა, რომელიც „ნერიაძურის“ 2 მილიონი ევრო დაუჯდა, სეზონის ბოლოს კი რობერტო მანჩინის გუნდს ხორვატი ფეხბურთელის გამოსყიდვა 16 მილიონად შეეძლება.

„ინტერში“ გადასვლა თავად პერისიჩსაც სურდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა „ვოლფსბურგის“ მაისურით „ბუნდესლიგის“ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები