ნაპოლი, რუდი გარსია, მარიო რუი
Aa
Aa

მარიო რუის აგენტი: “რუდი გარსიამ ტყუილი თქვა, ეს სიბინძურეა“

მატეო პოლიტანოს, ჯოვანი დი ლორენცოს და მარიო რუის აგენტი მარიო ჯუფრედიTvplay.it-ს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. იტალიელმა აგენტმა რუდი გარსია ღიად გააკრიტიკა და დაუპირისპირდა.

რა თქვა ჯუფრედმა?

„შესავალი მინდა გავაკეთო. მე რუდი გარსიას პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე არ ვუპასუხე, რადგან ჩემს ფეხბურთელებს, კლუბს და აურელიო დე ლაურენტისს პატივს ვცემ. მატჩის წინ, უფრო დაძაბული გარემოს შექმნა არ მინდოდა. მსურს გაწონასწორებული ვიყო, მაგრამ უნდა განვმარტო, თუ რა თქვა გარსიამ პრესკონფერენციაზე.

მას ჩემთვის, რომ ეთქვა, რომ მე არ ვიცი ფეხბურთელებთან ურთიერთობა და ჩემი საქმის კეთება, ამას მივიღებდი, როგორც პროფესიონალი, ისევე, როგორც მე გამოვთქვი აზრი მის საქმიანობაზე. რუდი გარსია ჩაუღრმავდა ადამიანურ და პირად თემებს, რომელიც ჩემს ერთ-ერთ პირად ფეხბურთელს ეხება. ეს ის სფეროა, რომელიც რუდის არ ეხება. ეს არის ურთიერთობა ჩემსა და ფეხბურთელებს შორის.

ფეხბურთელების აგენტებს ხშირად ეძახიან ბოროტებს. აგენტების მოვალეობაა, რომ საკუთარი ფეხბურთელები დაიცვან. მე აუცილებლად მივიღებ კრიტიკას პროფესიონალური თვალსაზრისით. მე ქალაქ ნეაპოლიდან ვარ და „ნაპოლის“ უდიდეს პატივს ვცემ. ამ გუნდისთვის ბევრი პოზიტიური რამ მაქვს გაკეთებული.

გარსიამ კი ჩემსა და მარიო რუის ურთიერთობაზე ისაუბრა. ნება მომეცით აგიხსნათ: რუდიმ დიდი შეცდომა დაუშვა ფეხბურთელების სელექციის კუთხით. მარიო რუი ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვა და ისე ისაუბრა, რომ ჩემს წინააღმდეგ განაწყო. მე არ მახსენდება მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს თავისი აგენტების წინააღმდეგ ამხედრებს. მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. მარიო რუი ჩემი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელია. 13 წელია ერთად ვმუშაობთ და ის ჩემი ოჯახის წევრია.

რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე დიდი ტყუილი თქვა და დღეს, რომ მე ამ ინტერვიუს ვწერ, მარიო რუი წინააღმდეგი არ არის. ამის უფლება მომცა. გარსიამ განაცხადა, რომ მარიომ მასთან საუბარში თავი დაკარგა და ის მე დავარიგე. ეს არის სიბინძურე და ასე არ უნდა დარჩეს.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს გასულ ტურში „ფიორენტინასთან“ 1:3 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, „პარტენოპეის“ 14 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიდერ მილანს 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხედავთ ისრაელში რა ხდება?“ - დე ლაურენტისი გარსიაზე და საუდის არაბეთში წასვლაზე
„ხედავთ ისრაელში რა ხდება?“ - დე ლაურენტისი გარსიაზე და საუდის არაბეთში წასვლაზე