აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე, რუდი გარსია, ლუის გარსია
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “მადლობა ღმერთს, ლუის ენრიკე პსჟ-ს დათანხმდა“

ბოლო პერიოდში, აქტიურად განიხილება საკითხი, რომ რუდი გარსია გაათავისუფლონ. დღეს აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ ახლა ფრანგი სპეციალისტის გაშვების დრო არ არის და ჯერჯერობით მას შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას დანიშვნამდე, „ნაპოლი“ ლუის ენრიკეს კანდიდატურასაც განიხილავდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა.

დე ლაურენტისი:

„მჯერა, რომ ჩემი გუნდი წელსაც სკუდეტოსთვის იბრძოლებს. საზაფხულო პერიოდი? რუდი გარსიამდე რამდენიმე მწვრთნელთან მქონდა მოლაპარაკება. ტიაგო მოტას შევთავაზე თანამშრომლობა, მაგრამ მან უარი თქვა.

ასევე ვესაუბრე ლუის ენრიკეს და მადლობა ღმერთს, მან „პარი სენ ჟერმენი“ აირჩია. შეხედეთ მის შედეგებს. საბოლოო ჯამში, ბევრს ვესაუბრე და არჩევანი გარსიაზე გავაკეთე.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს გასულ ტურში „ფიორენტინასთან“ 1:3 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, „პარტენოპეის“ 14 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიდერ მილანს 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ აკრძალვა ძალაში დატოვა | რუსებს ტურნირებზე არ დაუშვებენ
უეფამ აკრძალვა ძალაში დატოვა | რუსებს ტურნირებზე არ დაუშვებენ