მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„თუ, UFC კარგად გადაგვიხდის ვიჩხუბებთ“ - დვალიშვილი VS სტერლინგი შედგება?

მერაბ დვალიშვილმა The MMA Hour-თან ინტერვიუში თავის მომდევნო ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოთავაზების შემთხვევაში თავის მეგობართან ალჯამეინ სტერლინგთან შესაძლოა იჩხუბოს.

„UFC-ის ჩემი და ალჯოს ბრძოლაზე შემოთავაზება არასდროს გაუკეთებია. არ მესმის ადამიანები რატომ წუწუნებენ, რომ თითქოს მე და ალჯოს ერთმანეთთან ჩხუბი არ გვინდა. რა თქმა უნდა, ალჯოსთან ოქტაგონზე გასვლას არ ვისურვებდი, მაგრამ თუ UFC კარგ თანხას შემოგვთავაზებს, თუ სხვა მეტოქეც არ იქნება, მაშინ ალბათ მე და ალჯო დავსხდებით და ამ ბრძოლაზე ვისაუბრებთ, რაზეც დავთანხმდებით.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ალჯო ყოველთვის დაკავებული იყო. მან იჩხუბა იანის წინააღმდეგ, შემდეგ თიჯეი დილაშოუსთან, ჰენრი სეხუდოსთან, შემდეგ იყო შონ ო’მალი. მათ არასდროს შეუთავაზებიათ ჩემთან ჩხუბი. არ მესმის ხალხი რატომ ჩივის. როგორც თავად ალჯომ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, თუ შესაბამის თანხას შემოგვთავაზებენ, იქნებ მართლაც ვიჩხუბოთ.

მე 9-მატჩიანი მოგებათა სერია მაქვს. 2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შემდეგ ვცემე პიოტრ იანი, ბიჭი, რომელმაც ო’მალი დაამარცხა. თუკი ო’მალის ნამდვილ მეტოქესთან დაპირისპირება სურს, მან ჩემთან უნდა იჩხუბოს. თუ, მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო არ მექნება მეწყინება, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. იმას მივიღებ, რასაც UFC შემომთავაზებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა MMA-ში 19 ბრძოლა ჩაატარა და 15 გამარჯვება მოიპოვა. ალჯამეინ სტერლინგს კი 27 ბრძოლაში 23 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი