გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: კაშიას და კანკავას კარგი თამაში - სლოვანის გამარჯვება

კონფერენს ლიგის მეორე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვენიაში „ლუბლიანას“ დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.

კაშიაც და კანკავაც სასტარტოში იმყოფებოდნენ და საგოლე გადაცემის შესრულებასთან ორივე ახლოს იყო.

21-ე წუთზე ჯაბას ზუსტი პასის შემდეგ, ვლადიმერ ვაის უმცროსმა ბურთს ფეხი ააცილა და ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა.

26-ე წუთზე კი გურამ კაშიას პასის შემდეგ, ერთი-ერთზე დარჩენილი ფორვარდი მეკარემ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვაისმა გააფუჭა.

„სლოვანმა“ მეორე ტაიმში მორიგი პენალტი მოიპოვა, რომელიც ამჯერად ჩავრიჩმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ეს თერთმეტმეტრიანი ძალიან საეჭვო ვითარებაში დაინიშნა.

მომდევნო ტურში ვლადიმერ ვაისის გუნდი სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუის აგენტი გარსიას აკრიტიკებს: „უბრალოდ ხვიჩას თამაშს შეხედეთ“
მარიო რუის აგენტი გარსიას აკრიტიკებს: „უბრალოდ ხვიჩას თამაშს შეხედეთ“