კონფერენს ლიგის წილისყრა | სიგუამ და მორჩილაძემ მეტოქეები გაიგეს
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართა, რომლის დროსაც საკუთარი მეტოქეების ვინაობა გაბრიელ სიგუას „ლოზანამ“ და თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ“ გაიგეს.
შვეიცარიული „ლოზანას“ მეტოქე ჩეხური „სიგმა ოლომოუცი“ იქნება, ხოლო ხორვატიული „რიეკა“, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თორნიკე მორჩილაძე შეუერთდა, კვიპროსულ „ომონიას“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 19 თებერვალს, საპასუხო შეხვედრები კი 26 თებერვალს გაიმართება.
პლეიოფის დანარჩენი წყვილები ასე გადანაწილდა: კუპსი-ლეხი, ნოა-ალკმაარი, ზრინსკი-კრისტალ პალასი, იაგელონია-ფიორენტინა, შკენდია-სამსუნსპორი და დრიტა-ჩელიე.
ათენის აეკს, ლარნაკის აეკს, მაინცს, რაკუვს, რაიო ვალეკანოს, დონეცკის შახტარს, პრაღის სპარტას და სტრასბურგს უკვე გარანტირებული აქვთ მერვედფინალში თამაში, სადაც მათ პლეიოფის 8 წყვილის გამარჯვებულები შეუერთდებიან. 1/8 ფინალის წილისყრა 27 თებერვალს გაიმართება.
ცნობისთვის, ლიგის ფაზაში სიგუას „ლოზანა“ მე-9, ხოლო „რიეკა“ მე-16 ადგილზე გავიდა.