ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი: რასაც ვთამაშობ, ეს იმის ფონზე ბევრი არაფერია, რაც რეალურად შემიძლია

ლიგა 2-ის მე-10 ტურის მატჩის წინ, რომელშიც „ბორდო“ ლივერ „ლავალს“ უმასპინძლებს, შეხვედრის წინა პრესკონფერენციაზე ჟირონდელთა მთავარ მწვრთნელს ზურიკო დავითაშვილიც ახლდა, რომელმაც პრესის კითხვებს უპასუხა.

ფორმაში დაბრუნება

„ჩემს თავზე უფრო მეტს ვმუშაობ, ყველანაირი კუთხით - გოლების მხრივ, საგოლე გადაცემების მხრივ. გუნდს მინდა გამარჯვებაში დავეხმარო და იმედი მაქვს ამას მალე გავაკეთებთ“.

რა შეიცვალა ზურიკოს თამაშში

„როგორც ვთქვი ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, სტადიონზე და მის მიღმაც. სათამაშო სტილს რაც შეეხება, მწვრთნელს ვუსმენ და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. ჩემი ინდივიდუალიზმის წარმოჩენასაც ვცდილობ“.

რას ითხოვს მწვრთნელი მისგან

„გააჩნია, რომელ პოზიციაზე მიწევს თამაში, ამის მიხედვით. თუ ვთამაშობ დავუშვათ მარჯვნივ, ასეთ დროს ზურგს უკან ბურთის მოთხოვნა მეტად მევალება. თუ მარცხნიდან ვუტევ, ასეთ დროს უფრო მეტად ცენტრში შემოწევა და ბურთის მოთხოვნა მევალება, ბურთის განაწილება და ასე შემდეგ“.

გუნდელებთან ურთიერთობა

„რა თქმა უნდა, გუნდი წელს შეიცვალა. გარკვეული მატჩები გვჭირდებოდა, რომ ერთმანეთისთვის უკეთ გაგვეგო. ეს პროცედურა უკვე დასრულდა და უკეთ შევთამაშდით“.

დიდი დატვირთვა - რამდენად არის ფიზიკურად ფორმაში

„დიახ დაღლილობა სულ არის, როცა მატჩები ახლო ახლო ტარდება. მაგრამ ყველანაირად ვცდილობ დავისვენო და მოვემზადო, რომ შეხვედრებს სასურველ კონდიციებში შევხვდე“.

რა განსხვავებაა გუნდში მოსვლის დღიდან დღემდე თქვენში?

„მაშინაც მსურდა ყველაფრის გაკეთება, როგორც ახლა. ვფიქრობ, ახლა უკეთ მესმის ფრანგული ფეხბურთი. მესმის უკეთ რა მოთხოვნებია აქ. ალბათ ყველაზე მეტად ეს შეიცვალა. რასაც ახლა ვანახებ ეს ბევრი არაფერი არაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად შემიძლია“.

ლიგა 1-ში ვერ მოხვედრა, იმედგაცრუება?

„დიახ ასე იყო. რადგან ყველანაირად ვფიქრობდი, რომ ლიგა 1-ში გადავიდოდით. იმ დღეების გახსენება არ მინდა. ჩემთვის და ბიჭებისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო და იმედი მაქვს მსგავსი დღეები ბევრი არ მექნება“.

მწვრთნელის შეცვლის თემა

„ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ყველა გუნდში არის მსგავსი პერიოდი, როცა რაღაც არ გამოგდის. წინა სეზონში ვნახეთ რა დონეზეც ვიყავით. ყველანი ერთად ვიგებთ და ვაგებთ. ჩემი აზრით, წინა სეზონის მსგავსად გამარჯვებებს ახლაც დავიწყებთ და ყველაფერი კარგად იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდო“ „ლავალს“ შაბათს (17:00) დაუპირისპირდება. „ლავალი“ ლიგა 2-ს 22 ქულით ლიდერობს, ჟირონდელები კი 11 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუის აგენტი გარსიას აკრიტიკებს: „უბრალოდ ხვიჩას თამაშს შეხედეთ“
მარიო რუის აგენტი გარსიას აკრიტიკებს: „უბრალოდ ხვიჩას თამაშს შეხედეთ“