„მიქაუტაძე და სხვები უფასოდ გაუშვით“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი აიაქსზე
ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი, იოჰან დერკსენი გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. ამსტერდამელებმა ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი დამკვირვებელთა საბჭოს კონსულტანტის პოსტზე დანიშნეს და დერკსენის აზრით, არის შანსი, ამ გადაწყვეტილებას დიდი წმენდა მოჰყვეს.
„თუ ვან გაალი სერიოზულად გაანალიზებს აიაქსში განვითარებულ მოვლენებს, აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ მის გუნდში ირიცხება 12 ფეხბურთელი, რომლებსაც კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ, მაგრამ აიაქსის დონეზე არ არიან. მიეცით თავისუფალი აგენტების სტატუსით წასვლის უფლება. მათ სანაცვლოდ ფულს ვერ მიიღებთ, მაგრამ საკუთარი კრახი უნდა აღიაროთ და საერთოდ სხვა გუნდის შენება ახლიდან დაიწყოთ“.
ცნობისთვის, „აიაქსმა“ ზაფხულში 12 ფეხბურთელი შეიძინა და 11 მათგანს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძეც, ვის სანაცვლოდაც ამსტერდამელებმა 16 მილიონი ევრო გადაიხადეს და იგი „მეციდან“ გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 118 წუთი გაატარა.