პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე, მარკო ვერატი
Aa
Aa

ენრიკე ვერატის: “შენ იმ კატეგორიის ფეხბურთელი ხარ, რომელიც მძულს“

როგორც მოგეხსენებათ, მარკო ვერატიმ „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და კატარულ „ალ არაბიში“ გადავიდა .

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიელ ნახევარმცველსა და ახალ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს შორის მომხდარი კონფლიქტია.

დღევანდელ დღემდე, ცნობილი იყო, რომ ესპანელ სპეციალისტს მარკოს ფიზიკური ფორმა არ მოსწონდა და არაპროფესიონალურ მიდგომაში ადანაშაულებდა.

დღეს კი ფრანგულმა მედიამ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა საიდანაც გავიგეთ, თუ რა სიტყვებით მიმართა ენრიკემ ვერატის.

„შენ იმ კატეგორიის ფეხბურთელი ხარ, რომელიც მძულს“.

იტალიელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში დიდ ავტორიტეტად ითვლებოდა და „ფურია როხას“ ყოფილმა დამრიგებელმა ეს ყველაფერი არაფრად ჩააგდო. მეტიც, ხელმძღვანელობიდან მხარდაჭერა აშკარად მწვრთნელმა მიიღო და საბოლოო ჯამში ვერატის პსჟ-ს დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე