კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს. სექტემბრის თვეში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ შედეგით ის საუდის არაბეთის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა თავდამსხმელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

კრიშტიანუ აგვისტოშიც ბრწყინვალე იყო და ჯამში მას საუდის არაბეთის ჩემპიონატში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

უკანასკნელად, პორტუგალიელმა შემტევმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. „ალ ნასრი“ კი შიდა ჩემპიონატში 18 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შვილის დაკრძალვას არ დაესწრება | ფიჯელი მორაგბის ტრაგედია და მსხვერპლი
შვილის დაკრძალვას არ დაესწრება | ფიჯელი მორაგბის ტრაგედია და მსხვერპლი