ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

დორტმუნდი დაინტერესებულია | სანჩო მანჩესტერის დატოვებასთან ახლოსაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ინგლისელ შემტევს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და დიდი შანსია, ზამთარში ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.

ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, სანჩოს საკუთარ რიგებში ხილვით „დორტმუნდია“ დაინტერესებული. „შავ-ყვითლების“ თავკაცს, ედინ ტერზიჩს ჯეიდონთან სისტემატური კონტაქტი აქვს და ისინი ერთმანეთს ძალიან აფასებენ.

პლეტენბერგის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, „დორტმუნდმა“ სანჩო გაიფორმოს, მაგრამ გარიგება გამორიცხული არაა. ამ ეტაპზე, ჯეიდონის გამოსყიდვის ალბათობა დაბალია და სავარაუდოდ, მისი მსურველი კლუბი მას იჯარის წესით დაიმატებს. პლეტენბერგის ცნობით, სანჩო რეგულარული სათამაშო დროის მიღებაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს, რასაც სანჩოს პოსტი და ვითარების არევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვილის დაკრძალვას არ დაესწრება | ფიჯელი მორაგბის ტრაგედია და მსხვერპლი
შვილის დაკრძალვას არ დაესწრება | ფიჯელი მორაგბის ტრაგედია და მსხვერპლი