ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

ფლოიდს ჟურნალისტის სიტყვები არ მოეწონა - „არავითარი ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ვარ“

ლეგენდარულ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს არ მოეწონა ჟურნალისტის სიტყვები, რომელმაც მის სტატუსზე საუბრისას სიტყვა „ალბათ“ გამოიყენა. ჟურნალისტმა „მანის“ უთხრა, რომ ის ალბათ, ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა, რამაც ფლოიდის უკმაყოფილება გამოიწვია და გადაწყვიტა, მისთვის აეხსნა, რატომ ცდება.

ჟურნალისტი: „ალბათ, ყველა დროის  საუკეთესო მოკრივე ხარ“...

ფლოიდი: „მოიცა, მოიცა. რის მიხედვით ვაფასებთ? 70, 150 ან 300 ბრძოლა არ მქონია, მაგრამ ყველაზე მეტი ჩემპიონი დავამარცხე თუ არა?“

ჟურნალისტი: „დიახ, ასე იყო“.

ფლოiდი: „დამჭირდა თუ არა ამისთვის ყველაზე ნაკლები ბრძოლა?“

ჟურნალისტი: „დიახ, ასე იყო“.

ფლოიდი: „ვინ მიიღო ყველაზე დიდი თანხა ბილეთებით? ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა?“

ჟურნალისტი: „ფლოიდ მეივეზერმა“.

ფლოიდი: „ვინ იყო ყველაზე ზუსტი მოკრივე ისტორიაში?“

ჟურნალისტი: „შენ“.

ფლოიდი: „ანუ ეს ნიშნავს, რომ...“

ჟურნალისტი: „ყველა დროის საუკეთესო ხარ“.

სხვათა შორის, ფლოიდ მეივეზერის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

5) პერნელ უიტეკერი

4) ლარი ჰოლმსი

3) აარონ პრაიორი

2) რობერტო დურანი

1) ფლოიდ მეივეზერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალთან თამაში ყოველთვის გამოწვევაა“ | გარსიას ინტერვიუ Mediaset-თან
„რეალთან თამაში ყოველთვის გამოწვევაა“ | გარსიას ინტერვიუ Mediaset-თან