კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე გაოცებული უყურებდა | ფრანგი მებრძოლის ნოკაუტი 9 წამში

გასულ უქმეებზე, Professional Fighters League-ის ღონისძიება, PFL Europe 3 გაიმართა, რომელსაც პარიზმა უმასპინძლა. PFL Europe 3-ზე, ფრანგმა მებრძოლმა, სედრიკ დუმბემ ფენომენალური ნოკაუტი გაიფორმა და ჯორდან ზებო დააფინიშა.

დუმბესა და ზებოს დაპირისპირება მხოლოდ 9 წამს გაგრძელდა. სედრიკმა მომენტით შესანიშნავად ისარგებლა, მარცხენა ხელით განხორციელებული დარტყმით მეტოქე ნოკდაუნში გაგზავნა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

დუმბეს ნოკაუტმა ბევრი ცნობილი ადამიანი აღაფრთოვანა და მათ შორის „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე გახლდათ. ფრანგი ფეხბურთელი ღონისძიებას აშრაფ ჰაკიმისთან და უსმან დემბელესთან ერთად ესწრებოდა და მათი გაოცება კამერებმაც დააფიქსირეს. ბრძოლის შემდეგ, კილიანმა სოციალურ ქსელებში პოსტიც გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, ეს PFL-ში დუმბეს სადებიუტო ბრძოლა გახლდათ. MMA-ში გადასვლამდე, იგი კიკბოქსიორი გახლდათ და Glory-ში საჩემპიონო ქამარსაც ფლობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მის გამო იკამათეს“ | აიაქსის თავკაცს მიქაუტაძეს ალმადა ერჩივნა
„მის გამო იკამათეს“ | აიაქსის თავკაცს მიქაუტაძეს ალმადა ერჩივნა