ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

პსჟ-ს მსგავსად? ზიდანი თანახმაა მარსელი ჩაიბაროს, თუ კლუბს შეიხები იყიდიან

ზინედინ ზიდანი მზად არის, ერთი პირობით, „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

France Bleu-ს ცნობით, რამდენიმე კვირის წინ 51 წლის სპეციალისტი საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შეუთანხმდა, რომ თუ ისინი ფრანგულ კლუბს იყიდიან, ზიზუ კი მათ უხელმძღვანელებს.

წყაროს ცნობით, ახლო აღმოსავლეთის კაპიტალის მფლობელებს სურთ მარსელი „ფრანგულ ნიუკასლად" გადააქციონ, ზიდანს კი მოსწონს პროექტის ამბიცია, ასევე ის ფაქტი, რომ მას ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფენ.

კლუბის მფლობელი ფრენკ მაკკორტი ამბობს, რომ 7 წლის წინ 45 მილიონ ევროდ ნაყიდი „მარსელის“ გაყიდვას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანის გადაბირებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება ტურინის „იუვენტუსი“, თუმცა ფრანგმა მათ უარი რამდენჯერმე უთხრა. ზიზუს ასევე „რეალში“ მესამედ დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ
“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ