ნეგრეირას საქმე | ბარსელონას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
Aa
Aa

ნეგრეირას საქმე | ბარსელონას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „ბარსელონას“ ე.წ „ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლოს თავმჯდომარემ ხოაკინ აგირემ დანაშაულად მიიჩნია ესპანეთის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის „ბარსელონას“ მიერ 7.5 მილიონი ევროს გადახდა.

ასევე, მექრთამეობაში დაადანაშაულეს ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა, მისი შვილი და „ბლაუგრანას“ ყოფილი პრეზიდენტები, ჟოზეპ ბარტომეუ და სანდრო როსელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს დამატებითი ანაზღაურება თავისი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ. Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ბრალი წაუყენეს, კონკრეტული პირების დაკავება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
„გოლის გიჟურად აღნიშვნა ყველაფერს აღწერს“ – Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა