საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის საგოლე გადაცემა - ატლანტა იუნაიტედი პლეი-ოფშია

გამთენიისას MLS-ში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

საბა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 3:1 იყო. ლობჟანიძემ მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა და 30-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა.

ქართველ შემტევს „ატლანტა იუნაიტედის“ მაისურით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„ატლანტა იუნაიტედმა“ ამ გამარჯვებით პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა
ქეცბაია: საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა