გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გუნდს მხსნელად კიდევ ერთხელ მოევლინა“ - ევროპული პრესა მამარდაზე

ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალმერიას“ დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

„ღამურები“ მატჩს ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ კინაღამ დამარცხდნენ. გიორგი მამარდაშვილმა კი მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა და 8 დარტყმის მოგერიება შეძლო.

ქართველი მეკარის მორიგ დიდებულ თამაშს ევროპული პრესა გამოეხმაურა:

ესპანური As:

„ვალენსია მორიგ წარუმატებლობას განიცდის, მამარდაშვილი კი გმირად გვევლინება. ის კიდევ ერთხელ გახდა გუნდში საუკეთესო. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი ჰქონდა, რამაც გუნდი გადაარჩინა. მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, როცა ბურთი პირდპაირ მის ფეხებთან დაეცა. მან გუნდი რამდენჯერმე იხსნა“.

ფრანგული L’Equipe:

„შაბათ საღამოს ალმერიაში ვალენსიამ ფრედ 2:2 ითამაშა, სადაც ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

ვალენსიელებმა მარცხი მამარდაშვილის 8 სეივის წყალობით აირიდეს, განსაკუთრებით ბოლო კუთხურისას, რომელიც 90+10-ე წუთზე შედგა“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 6 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 10 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა
ქეცბაია: საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა