დავიდ დე ხეა
Aa
Aa

32 წლის ასაკში დე ხეამ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

დავიდ დე ხეამ შესაძლოა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულოს.

The Guardian-ის ცნობით, ესპანელი კარიერის დასრულებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მას სერიოზული კლუბისგან სერიოზული შეთავაზება არ ექნება. საუბარია გუნდში პირველი მეკარის როლზე.

აღსანიშნავია, რომ დე ხეამ რამდენიმე შეთავაზება უკვე უარყო. მათ შორის იყო საუდის არაბეთიდან საკმაოდ მიმზიდველი წინადადება, თუმცა წყაროს თანახმად, მისთვის ფული პრიორიტეტული არ არის და ესპანელს ევროპაში დარჩენა სურს.

ამჟამად დე ხეა აქტიურად ვარჯიშობს და ფორმის შენარჩუნებას ცდილობს, რომ სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში სასურველ კონდიციებში იყოს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011-2023 წლებში თამაშობდა და 445 მატჩის ჩატარება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან მუშაობა საშინელი იყო“ - რას ამბობდა ჟუნინიო გარსიას შესახებ
„მასთან მუშაობა საშინელი იყო“ - რას ამბობდა ჟუნინიო გარსიას შესახებ