მე-7 ტურის MVP! - კიტეიშვილი ავსტრიაში აღიარეს
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ტურის MVP გულშემატკივრებმა ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოავლინეს. გამოკითხვაში ხმათა უმრავლესობა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო, რომელმაც 51% დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს ეფექტყური გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი მატჩი ფრედ, 2:2 ითამაშა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმის“ შემადგენლობაში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.