კიტეიშვილის აღიარება - ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში
Aa Aa
18 სექტემბერი 2023  |  14:01

კიტეიშვილის აღიარება - ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგს“ საოცარი გოლი გაუტანა. სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა „შტურმის“ „ათიანი“ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, მას 8,4 დაუწერა.

მე-7 ტურში კიტეიშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ „ტიროლის“ ფორვარდმა ნიკ პრელეცმა (8,6)  და „ჰარტბერგის“ შემტევმა დონის ავდიაიმ (8,9) მიიღეს.

Team of the Week provided by Sofascore

„ზალცბურგთან“ მატჩში 27 წლის კიტეიშვილმა გოლის გარდა საგოლე პასი შეასრულა, შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. მისი 26 გადაცემიდან 19 ზუსტი იყო (73 პროცენტი). დრიბლინგის ორი მცდელობიდან ორივე წარმატებული გამოვიდა, 14 ორთაბრძოლიდან 8 მოიგო.

მატჩის შემდეგ კიტეიშვილმა მედიასთან ისაუბრა: „ეს დიდებული იყო, არც კი დამინახავს ბურთი როგორ წავიდა კარისკენ’’.

27 წლის ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, „შტურმში“ 10 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „შტურმი“ ლისაბონის „სპორტინგს“ მიიღებს, შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება (21:00). კიტეიშვილმა მოახლოებული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა:

„ზალცბურგის“ მსგავსად ლისაბონის „სპორტინგიც“ ძლიერი გუნდია. „ზალცბურგთან“ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ „სპორტინგთან“ შეხვედრაში ოდნავ უკეთესები უნდა ვიყოთ’’.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში