ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

მაგუაიერი: „ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყურადღებას არ ვაქცევ“

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების მცველმა, ჰარი მაგუაიერმა Sky Sports-თან ინტერვიუს დროს თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისგან წამოსულ კრიტიკას და დამცინავ დამოკიდებულებას ყურადღებას არ აქცევს.

რას ამბობს მაგუაიერი:

არ მგონია, ის ადამიანი ვიყო, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ბოლო პერიოდში ბევრი რამ გადავიტანე... 4 წლის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ვიყავი და ამ პერიოდში საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი - იყო ბევრი ცუდი და ამასთან, ბევრი პოზიტიური შემთხვევები.

ჩემთვის, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო კარიერა პრიორიტეტულია. როდესაც პრემიერ ლიგის პირველ 4 ტურში სასტარტო შემადგენლობაში არ ვიყავი, ყველაფერზე ვფიქრობდი. ფეხბურთის თამაში ძალიან მინდა. პირველი კვირები რთული იყო, რადგან კვირაში ერთი თამაში გვიწევდა, მე კი მწვრთნელი არ მირჩევდა. თუმცა, წინ კიდევ ბევრი თამაშია და დარწმუნებული ვარ მეც ბევრს ვითამაშებ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჰარი მაგუაიერმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა და შოტლანდიის ნაკრებთან თავი ავტოგოლით გამოიჩინა, თუმცა, მისმა გუნდმა ამხანაგური მატჩი 1:3 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უცნაური მატჩი იყო, რადგან მეტოქე წინ თითქმის არ წამოსულა“ - სოლბაკენი მატჩის შემდეგ
„უცნაური მატჩი იყო, რადგან მეტოქე წინ თითქმის არ წამოსულა“ - სოლბაკენი მატჩის შემდეგ