ჰარი მაგუაიერი, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი მაგუაიერის ავტოგოლზე: „ეს მის მიმართ არსებული დამცინავი დამოკიდებულების შედეგია“

გუშინ, ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 1:3 დაამარცხა.

გარეთ საუთგეიტის გუნდიდან გოლები ფილ ფოდენმა (32’), ჯუდ ბელინგემმა (35) და ჰარი კეინმა (81’) გაიტანეს, შოტლანდიის ნაკრებმა კი ერთი ბურთის გაქვითვა 67-ე წუთზე, ჰარი მაგუაიერის ავტო გოლის შედეგად შეძლო.

მაგუაიერის ავტოგოლს მაშინვე მოჰყვა დამცინავი რეაქცია გულშემატკივრების მხრიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გარეთ საუთგეიტი იძულებული გახდა, რომ ფეხბურთელი დაეცვა.

რა თქვა საუთგეიტმა:

ეს ყველაფერი მისი მისამართით წამოსული დამცინავი დამოკიდებულების შედეგია. ეს სისულელეა, ფეხბურთელების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არასდროს მინახავს, არც შოტლანდიელი გულშემატკივრებისგან, არც ჩვენი კომენტატორებისგან, თუ ექსპერტებისგან...

ეს უკვე მეტისმეტია. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჰარი მოედანზე გადის, წარმოუდგენელ გამძლეობასა და გამბედაობას ავლენს. გუნდში მას ყველა მხარს ვუჭერთ, ჩვენი გულშემატკივრები კი მის მიმართ დღეს დიდებულები იყვნენ.

საგულისხმოა, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ ჰარი მაგუაიერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე შესვლის დროს კი ადგილობრივმა ფანებმა მისი პროვოცირება დაიწყეს და სხვადასხვა ხმები გამოსცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები