ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, მადრიდის ატლეტიკო, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი ინტერ მაიამიში? - ტრანსფერი რეალურია

ესპანური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა „ინტერ მაიამის“ ანტუან გრიზმანი შეუერთდეს. ფრანგ ფეხბურთელს, MLS-იდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს და ყველაზე რეალური დევიდ ბექჰემის კლუბია.

Sport-ის ინფორმაციით, თუ გრიზმანი ამერიკაში გადაბარგებას გადაწყვეტს, ეს მხოლოდ სეზონის ბოლოს მოხდება. იქამდე კი „ატლეტიკო“ მის გაშვებას არ აპირებს.

გრიზმანს „როხიბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება. წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი საკუთარ ვარსკვლავს მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეელევა.

ამ საკითხზე Goal.Com-ის წერს. ვიგებთ, რომ დიეგო სიმეონეს ანტუანის შემცვლელის ძებნა დაწყებული აქვს. „ჩოლომ“ ფედერიკო კიეზას დაადგა თვალი. წყაროს ცნობით, „ატლეტიკო“ კარგად იაზრებს „იუვენტუსის“ ფინანსურ მდგომარეობას და 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. თუ ეს თანხა „ბებერი ქალბატონისთვის“ მისაღები იქნება, ტრანსფერი განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, გრიზმანმა Daily Mail-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ოცნება კარიერის MLS-ში დასრულებაა. აქედან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 32 წლის შემტევი მომავალ სეზონში შეერთებულ შტატებში ვიხილოთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევ იაშინის სახელობის ჯილდო - Goal.Com-ის ნომინანტები
ლევ იაშინის სახელობის ჯილდო - Goal.Com-ის ნომინანტები