სამეგრელო
Aa
Aa

ქალთა ჩემპიონთა ლიგა: 9 ფეხბურთელით დარჩენილმა სამეგრელომ მურა დაამარცხა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონმა „სამეგრელომ“ სლოვენიურ „მურას“ დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში პენალტების სერიაში სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გივი კვარაცხელიას გუნდმა ძირითადი და დამატებითი ტაიმები 120 წუთი ფრედ 0:0 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „სამეგრელოს“ 2 ფეხბურთელი გაუძევეს, ერთი ძირითად დროში, მეორე კი დამატებითებში.

ამის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელები არ გატყდნენ და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანეს, სადაც 5:4 მოიგეს და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ითამაშებენ.

„სამეგრელოს“ მეტოქე აპოელის „აპოლონი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი ბელგიას | საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს მეკარე შეუერთდება
უარი ბელგიას | საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს მეკარე შეუერთდება