მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„მეცს მიქაუტაძისგან გათავისუფლება არ სჭირდება“ - ლასლო ბოლონი

გიორგი მიქაუტაძის წასვლის შემდეგ, „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი შეხვედრა გასულ უქმეებზე საკუთარ მოედანზე „რეიმსთან“ გამართა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ მიქაუტაძემ მას ემოციური შეტყობინება გაუგზავნა.

რა თქვა ბოლონიმ:

ბუნებრივია, რთულია როდესაც გიორგი მიქაუტაძის მსგავსი ფეხბურთელი გტოვებს. თუმცა, ვიცით, რა გვჭირდება და დანაკლისის შესავსებად სწორი მუშაობაა საჭირო. გიორგი ჩემთვის შვილივით იყო, ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. თუმცა, ახლა წავიდა და სევდას აზრი აღარ აქვს. ასეა, ჩვენი ისტორია აქ დამთავრდა. ნორმალურია, რომ დიდმა კლუბებმა მოინდომეს მისი წაყვანა, რადგან ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მისგან ემოციური შეტყობინება მივიღე და მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო. მხოლოდ დიდ წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ „მეცისთვის“ მიქაუტაძე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, თუმცა გუნდს მისგან გათავისუფლება არ სჭირდება. ეს დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ გადასვლამდე, გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ შემადგენლობაში ლიგა 1-ში 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში, ქართველი შემტევი ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის, შენი სულის ნაწილი მიაქვს“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძეზე
„როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის, შენი სულის ნაწილი მიაქვს“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძეზე