გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა

ამსტერდამის „აიაქსში“ საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-4 ტურში „ფორტუნა სიტარდს“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა შემტევმა მხოლოდ ერთი საგოლე ეპიზოდის შექმნა შეძლო. 81-ე წუთზე, მიქაუტაძემ დასარტყმელი სივრცე თავად გაითავისუფლა და „ფორტუნასთვის“ გოლის გატანა შორეული დარტყმით სცადა, თუმცა, მისი დარტყმული მასპინძელთა მეკარემ მოიგერია.

მიქაუტაძის ყველა ეპიზოდი:

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „აიაქსის“ ფანებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი პორტალ Ajaxshowtime.nl-ზე გამოავლინეს. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მიქაუტაძეს ერგო.

ფანების გადაწყვეტილებით, გიორგი მიქაუტაძეს 2.9 ქულა ერგო და მხოლოდ ერთ თანაგუნდელს, დევინ რენშს (2.5 ქულა) გაასწრო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი ფანებმა იოსიპ შუტალო აირჩიეს, რომელსაც 6.9 ქულა ერგო.

ამის გარდა, გიორგი მიქაუტაძის თამაში რამდენიმე ნიდერლანდურმა გამოცემამ შეაფასა:

NOS.nl - მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, თუმცა „აიაქსს“ მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც გატანას გიორგი მიქაუტაძე ცდილობდა, მისი დარტყმა კი მეკარემ მოიგერია. „აიაქსმა“ დღევანდელ შეხვედრაში ამაზე მეტს ვერ მიაღწია.

Parook.nl - დღევანდელ შეხვედრაში ახალწვეულ გიორგი მიქაუტაძესა და გასტონ ავილას პირველივე წუთებიდან მიეცათ შანსები. არგენტინელისგან ყვითელი ბარათის მეტი ვერაფერი ვნახეთ, ქართველს კი გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, მეკარეს ვერ აჯობა.

Soccernews.nl - დღევანდელ შეხვედრაში აიაქსს ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა, გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი გიორგი მიქაუტაძეს მიეცა, რომელსაც სიტარდის მეკარემ აჯობა.

4 ტურის შემდეგ „აიაქსი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 17 სექტემბერს, სტუმრად, „ტვენტესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თავიდან კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა“ - რუდი გარსია კვარაზე
“თავიდან კარგად დაიწყო, შემდეგ გაქრა“ - რუდი გარსია კვარაზე