ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის 2 საგოლე პასი და ალბას გოლი - ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელესს მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს „ლოს ანჯელესს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში წვლილი კი ბარსას ყოფილმა ფეხბურთელებმა შეიტანეს.

ანგარიში მე-14 წუთზე ფარიასმა გახსნა და პირველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბას საგოლე პასი გაუკეთა და ვეტერანმა ესპანელმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 83-ე წუთზე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეომ ამჯერად კამპანას გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ინტერ მაიამის“ 25 ქულა დაუგროვდა და პლეი-ოფის ზონამდე 8 ქულა აშორებს.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს დევიდ ბექჰემის გუნდი „კანზას სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის პროექტის ცენტრში რატომ აღარაა?“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ნაპოლის პროექტის ცენტრში რატომ აღარაა?“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე