ლივერპული, ალ იტიჰადი, იბრაჰიმა კონატე
Aa
Aa

ლივერპულის ძარცვა გრძელდება - კონატე ალ იტიჰადში?

საუდის არაბეთი ევროპიდან ფეხბურთელების წაყვანას აგრძელებს. Goal.Com-ის ინფორმაციით, „ალ იტიჰადი“ სერხიო რამოსის პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ესპანელი გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

წყაროს ცნობით, არაბულმა კლუბმა სერხიოს ალტერნატივას იპოვა. „ალ იტიჰადს“ იბრაჰიმა კონატეს გადაბირება სურს. ჯერჯერობით უცნობია სატრანსფერო დეტალები, მაგრამ მერსისაიდულ გრანდს დაცვის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს.

თანაც ეს იმის ფონზე, რომ „ლივერპული“ ჯორდან ჰენდერსონმა, ფაბინიომ და ბობი ფირმინომ დატოვა. სამივე მათგანი არაბულ კლუბებში გადანაწილდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ალ იტიჰადი“ მოჰამედ სალაჰის გადაბირებასაც გეგმავს და ამისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო თავად ეგვიპტელს ხელფასის სახით წლიურად 200 მილიონ ევროს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი უკანახაზელი იურგენ კლოპის გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, კონატემ „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 55-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: პერესი პსჟ-ს მბაპეს თაობაზე ოფიციალურად მიმართავს
ესპანური მედია: პერესი პსჟ-ს მბაპეს თაობაზე ოფიციალურად მიმართავს