გიორგი მიქაუტაძე, მორის სტეინი
Aa
Aa

„მისი მჯერა, ერთ ასპექტში განსაკუთრებით კარგია“ - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შემდეგ, ქართველ ფორვარდზე და მის პლუსებზე ისაუბრა.

„ის, რაშიც მიქაუტაძე განსაკუთრებით კარგია, არის გოლების გატანა. ჩვენ მისი კადრები უკვე ნანახი გვქონდა, ამჯერად კი ვარჯიშებზეც ვიხილეთ. ის კარში ყველა პოზიციიდან ურტყამს. ეს რა თქმა უნდა, არ არის გარანტია, რომ ჩვენთანაც აუცილებლად გაიტანს, თუმცა მე მისი მჯერა.

ასევე სასიამოვნოა, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. თუმცა ის მეტწილად ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, მიქაუტაძე ბომბარდირია.

დაგვავიწყებს, თუ არა ის კუდსს? იმედი მაქვს ასე იქნება“.

- აღნიშნა სტეინმა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „აიაქსი“ „მეცს“ 16 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა შესაძლოა, ბონუსების გამო, თანხა 19 მილიონამდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სივრცე უნდა იპოვოს“ - კვარა ამ სეზონში ახალ პოზიციაზე ითამაშებს
„სივრცე უნდა იპოვოს“ - კვარა ამ სეზონში ახალ პოზიციაზე ითამაშებს