ოფიციალურად - ლუკაკუ რომას ფეხბურთელია
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ რომელუ ლუკაკუ „რომას“ ღირსებად დაიცავდა.
ბელგიელი თავდამსხმელი „ჩელსის“ მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მის გარშემო შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო იყო.
საბოლოოდ, მხარეებმა გამოსავალს მიაგნეს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ „ჩელსიმ“ და „ჯალოროსიმ“ შეთანხმებას მიაღწიეს. ყველა დოკუმენტი მზად არის და ოფიციალური დადასტურებულია.
Documents signed between AS Roma and Chelsea for Romelu Lukaku deal — player signed too. Done, official. ????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 30, 2023
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ გასული სეზონი „ინტერის“ რიგებში გაატარა. მას „ნერაძურიში“ დარჩენა სურდა, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოხდა.
ბელგიელის დამატებით მოურინიოს გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. რომელუ თავდასხმაში დიბალას შეუწყვილდება. შეგახსენებთ, რომ „ჯალოროსის“ წინა ხაზში ანდრეა ბელოტიც ჰყავს და „განსაკუთრებულს“ ვარიაციის შესანიშნავი საშუალება ექნება.