პიკეს პრესკონფერენცია - ფეხბურთელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა!
Aa
Aa

პიკეს პრესკონფერენცია - ფეხბურთელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა!

კატალონიის რფერენდუმის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებსაც გადაედო და უამრავი ჭორი გავრცელდა, ხერარდ პიკემ გადაწყვიტა, რომ მედიის წინაშე წარმსდგარიყო და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაეცა.

"აქ იმისთვის ვიმყოფები, რომ არსებულ დაძაბულ ვითარებას ნათელი მოვფინო. მე მწვრთნელის თხოვნას ვასრულებ. მან მითხრა, რომ ყველაფერზე მკაფიოდ მესაუბრა. რამოსთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ინფორმაცია სიცრუეა. მე და სერხიოს კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ, არ არის კატალონიის ნაკრები, ესეიგი მხოლოდ ერთი გზა რჩება - ესპანეთის ნაკრები. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მე მხოლოდ აზრის თავისუფლად დაფიქსირებისთვის ვიბრძოდი. თუ, ვინმეს სხვისი პოზიცია არ მოსწონს, მას პატივი მაინც უნდა სცეს. ვემხრობი, თუ არა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას? ეს მილიონ დოლარიანი შეკითხვა გახლავთ. რადგან საჯარო ფიგურა ვარ, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ. პოლიტიკურად რთულ ვითარებაში ვართ და ამ გადმოსახედიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია. მე, მხოლოდ ჩემს პოზიციას ვიცავ. თუმცა, ვიცი და მესმის, რომ სხვებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამჟამად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ პარასკევს კარგი მატჩი ჩავატარო. ჩემთვის პრიორიტეტი ესაა. ამ მდგომაროებიდან ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ჩემს თანაგუნდელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამიტომაც წარვსდექი თქვენს წინაშე. ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებების გამართვაა. ესპანეთსა და კატალონიას შორის არსებული ვითარება, მშობლებსა და 18 წლის შვილს შორის არსებულ ურთიერთობას ჰგავს, რომელსაც სახლიდან წასვლა უნდა. მთავრობას ორი გზა აქვს: ან დაჯდეს შვილთან ერთად, ისაუბროს მასთან და დიალოგზე წავიდეს, ან ეს არ გააკეთოს და მას წასვლის უფლება მისცეს."

როგორც ხედავთ, პიკემ ყველაფერს ნათელი მოჰფინა და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა. საინტერესოა, თუ რა რეაქცია ექნებათ ესპანეთის ნაკრების ქომაგებს მომდევნო მატჩის დროს, როცა პიკე ბურთს მიიღებს...

აქვე გეტყვით, რომ Marca-ს ცნობით, პიკე და რამოსი აპირებენ დააარსონ კომპანია Power to the Players, რომელიც The Players' Tribune-ს ევროპული ანალოგი იქნება.

ესპანელი ფეხბურთელები ამ ვებ გვერდზე ცნობილ სპორტსმენებს მიიწვევენ. საიტი ბლოგის ტიპის იქნება და სპორტის ამჟამინდელი და ყოფილი წარმომადგენლები ამა თუ იმ მოვლენაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

რამოსისა და პიკეს ახალი ვებ გვერდი twitter-ის მსგავსი იქნება, ოღონდ Power to the Players-ის მომხმარბელები მხოლოდ სპორტსმენები იქნებიან.

The Players' Tribune ჩრდილოამერიკული პორტალია, რომელზეც ტექსტებს არაერთი ცნობილი სახე აქვეყნებს. ამ ვებ გვერდით უსარგებლიათ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ივან რაკიტიჩი, მარსელო არიან. ასევე, არაერთ ცნობილ ამერიკელ სპორტსმენს. მაგალითად, ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა კარიერის დასრულების შესახებ სწორედ The Players' Tribune-დან დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები