მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).
ლევან მაისაშვილმა დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:
„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო მოსამზადებელი და არა სასელექციო შეკრება, რის გამოც ძალიან ცოტა კითხვის ნიშანი გვქონდა. არჩევანი იყო გასაკეთებელი მესამე ხაზში. ასევე უნდა გადაგვეწყვიტა 19 ფორვარდით და 14 ბექით წავიდოდით მსოფლიოზე თუ არჩევანს 18/15-ზე გავაკეთებდით. საბოლოოდ 19 ფორვარდი შევარჩიეთ, რადგან მესამე ხაზში ტრავმების გამო ლიმიტირებული მოთამაშეები გვყავს. ამ მორაგბეებს დიდი ხანია ვაკვირდებით, მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო 33 შეირჩა“.