ხმა მეორე კატალონიელმაც ამოიღო - ბუსკეცის კომენტარი პიკეს კონფლიქტზე
ესპანეთში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე, უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ. კატალონიის რეფერენდუმის საკითხი ფეხბურთსაც შეეხო.
პიკეს საჯარო განცხადებებმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სიტუაცია არია.
"ბარსას" უკანახაზელს, "ფურია როხასა" და მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ეჩხუბა. კომენტარი ბევრმა ფეხბურთელმა, თუ მწვრთნელმა გააკეთა.
დღეს, Marca-სთან საუბრისას სერხსიო ბუსკეცმა პიკეს კონფლიქტზე პირველად ისაუბრა.
"ეს რთული სიტუაციაა. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ფოკუსირებული ვართ მოახლოებულ მატჩებზე. რაზე ვისაუბრეთ გასახდელში ეს ჩვენი საქმეა და ამ საკითხის გასაჯაროებას არ ვაპირებთ. ვითარება მართლაც რთულია და გამოსავლის პოვნა ადვილი არ იქნება. პიკე ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. ის ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. რაც შემეხება მე, ვფიქრობ რომ ესპანეთის ნაკრებში კიდევ დიდხანს ვითამაშებ."
შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეფერენდუმზე ხმის მიცემისა და ხმამაღალი განცხადების გაკეთების შემდეგ, პიკე ესპანეთის ნაკრებში გამოცხადდა და მომავალი მატჩებისთვის ემზადება.
ამ ფაქტმა ქომაგები აღაშფოთა და გამაყრუებელი სტვენის შემდეგ, ჟულიენ ლოპეტეგი იძულებული გახდა ვარჯიში ნაადრევად დაესრულებინა.