ბადრი ყაველაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

ბადრი ყაველაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

გერმანიის ქალაქ დუისბურგში კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ბადრი ყაველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიოზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურებიც თამაშდება.

27 წლის ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრიან დისტანციაზე 35.364 წამში დააფიქსირა და მასზე წინ მხოლოდ ლიეტუველი არტურას სეიასი (35.243) იმყოფებოდა.

დუისბურგში ასევე გამოვიდა ზაზა ნადირაძე, რომელმაც კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია ნახევარფინალში წარმატებულად დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ფინალში 39.552 დააფიქსირა და მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თეიქდაუნის მცდელობების ნახვა არავის უნდა“ | MMA-ის ქომაგები მერაბის განცხადებაზე
„მისი თეიქდაუნის მცდელობების ნახვა არავის უნდა“ | MMA-ის ქომაგები მერაბის განცხადებაზე