ლევან მაისაშვილი
Aa
Aa

„დიდი შესაძლებლობა და გამოწვევა" | მაისაშვილმა შოტლანდიასთან მატჩზე ისაუბრა

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. შაბათს, „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან და მაისაშვილმა 6 ერის წარმომადგენელი დაახასიათა.

„შოტლანდიის ნაკრებს ჩემი შეფასება არ სჭირდება. თავად ნახეთ, როგორი მოსამზადებელი მატჩები ჩაატარა და 6 ერის შეხვედრებში როგორ გამოიყურებოდა. აბსოლუტურად დაბალანსებული და მაღალკვალიფიციური მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და ა.შ.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს მატჩი დიდ შესაძლებლობასა და გამოწვევას წარმოადგენს. დაგვაფასეს, პირველი გუნდი დაგვიყენეს და საუკეთესო შემადგენლობით იასპარეზებენ. მახსოვს, 2020 წელს, როცა მათ წინააღმდეგ ბოლოს ვითამაშეთ, ტრიბუნა ცარიელი იყო და სტადიონზე უცნაური სიჩუმე იდგა. მოუთმენლად ველით, ხვალინდელ თამაშს, როცა ეს სტადიონი ბოლომდე გაივსება და საოცარი ატმოსფერო შეიქმნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ვნახოთ, რა მოხდება“.

შოტლანდიასთან მატჩზე ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თეიქდაუნის მცდელობების ნახვა არავის უნდა“ | MMA-ის ქომაგები მერაბის განცხადებაზე
„მისი თეიქდაუნის მცდელობების ნახვა არავის უნდა“ | MMA-ის ქომაგები მერაბის განცხადებაზე