რონალდუს სამაგალითო საქციელი - კრიშტიანომ ერთ-ერთი ოქროს ბურთი გაყიდა!
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ, მორიგი სამაგალითო ნაბიჯი გადადგა.
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანო ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად, პორტუყგალიელმა თავისი ერთ-ერთი ოქროს ბურთი აუქციონზე 600 ათას ევროდ გაყიდა.
ოქროს ბურთის გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო ფონდ Make-A-Wish-ს, რომელიც დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
აუქციონზე რონალდუს ოქროს ბურთის მფლობელი, ებრაელი ბიზნესმენი იდან ოფერი გახდა.
